logo_geo
დატბორილი სახლები და დაზიანებული გზები - რა ხდება დასავლეთ საქართველში
- +

18 აპრილი. 2019. 01:11

 

ხანგრძლივი წვიმების შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელში პრობლემები შეიქმნა. წყალმოვარდნების შედეგად დაიტბორა გზები და სანიაღვრე არხები. ამ დროისთვის ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, მოძრაობა შეზღუდულია ვანი-სხლითის დამაკავშირებელ გზაზე.

 

გაიწმინდა მდინარე ჯიხველას კალაპოტი, რომლის მოდინების შედეგად სანიაღვრე არხმა წყალი აღარ გაატარა და მიმდებარე საცხოვრებელი სახლი დატბორა.

 

ხარაგაულის მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სტიქიის ადგილებზე მობილიზებულია ტექნიკა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

 

სინოპტიკოსების ცნობით, უამინდობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

 

 

 

 

 

წყარო: www.itar.ge 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი