logo_geo
ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში დამწვარი სახლის მეპატრონე აცხადებს, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს
- +

20 აპრილი. 2019. 00:24

 

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ე. წ. დაჩების ტერიტორიაზე, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. სახლის მფლობელი შემთხვევას განზრახ ქმედებას უკავშირებს.

 

მისი თქმით, უცნობმა პირმა ეზოში ბენზინით სავსე ბოთლები შეაგდო, რის შემდეგად საწვავი აალდა და ცეცხლი სახლს მოედო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ადგილზე რამდენიმე სახანძრო და სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ცეცხლის ძირითადი ნაწილი უკვე ლოკალიზებულია. გამოძიება 187-ე მუხლით, მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი