logo_geo
5 მაისს ფოთი ქალაქის დღეს იზეიმებს
- +

5 მაისი. 2019. 12:34

 

 

5 მაისს, უკვე მეორედ, ფოთი ქალაქის დღეს იზეიმებს.

 

„წლევანდელი ზეიმის პროგრამა მრავალფეროვანია. საკათედრო ტაძარში ჩატარდება საზეიმო წირვა, ცენტრალურ პარკში გაიმართება გამოფენები, ბათუმის საზღვაო აკადემიის ბენდისა და ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების კონცერტი, ადგილობრივი ბენდების იმპროვიზირებული გამოსვლები. ქალაქ ფოთსა და ბათუმის საზღვაო აკადემიას შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი“, - აღნიშნა ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ.

 

ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქალაქის დღე მეგა-პროექტის „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ გამარჯვებულის, მანანიკო ცენტერაძის გალა-კონცერტით დასრულდება. ღონისძიებებს ფოთთან დამეგობრებული ქალაქების ხელმძღვანელები, მაღალი რანგის სტუმრები და სასულიერო პირები დაესწრებიან.

 

 

 

big_banner
არქივი