logo_geo
წყალტუბოს რაიონის სოფელ ჯიმასტაროში 68 წლის მამაკაცს მეათე დღეა ეძებენ
- +

5 მაისი. 2019. 13:17

 

წყალტუბოს რაიონის სოფელ ჯიმასტაროში დაკარგულ 68 წლის მამაკაცს მეათე დღეა ეძებენ. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მამაკაცი სათევზაოდ წავიდა და მდინარე რიონში თვითნაკეთი ნავით შევიდა.

 

მას შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფი სადღეღამისო მეთვალყურეობას ახორცილებს მდინარე რიონზე, მამაკაცს ეძებენ დრონით და ნავებით. ადგილობრივ მაშველებთან ერთად სამაშველო ოპერაციაში ჩართულია აჭარის და თბილისის მყვინთავების ჯგუფები. ამ ეტაპზე ნანახია ნავი და ტანსაცმელი. ნათესავები ვარაუდობენ, რომ უბედური შემთხვევა გულის შეტევის გამო მოხდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი