logo_geo
ოკაცეს ჩანჩქერი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა
- +

6 მაისი. 2019. 20:03

 

 

ოკაცეს ჩანჩქერი, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში მდებარეობს, საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერი და დაცული ტერიტორიების გამორჩეული ბუნების ძეგლია.

 

ბუნების ძეგლი სამკასკადოვანია და მეორე ჩანჩქერის სიგრძე 70 მეტრს აღწევს.

 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ბუნების ძეგლზე ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო, რომელიც მის მონახულებას უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის.

 

ოკაცეს ჩანჩქერის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო, რომელმაც განაცხადა, რომ ოკაცეს ჩანჩქერის ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ამ ულამაზეს კუთხეში ტურისტების რაოდენობას გაასამმაგებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი