logo_geo
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია
- +

7 მაისი. 2019. 01:59

 

 

დატბორილ მუნიციპალიტეტებში კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველები მუშაობას საგანგებო რეჟიმით განაგრძობენ.

 

ბოლო ინფორმაციით, ამ დრომდე თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია. ადიდებული მდინარე ალაზანი მაგისტრალზე გადმოვიდა, რის გამოც პოლიცია 132-კილომეტრიდან 134 -ე კილომეტრამდე მგზავრებს არ ატარებს.

 

უსაფრთხოებას მიზნით ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც წყლის დონე დაიწევს.

 

5 მაისის ღამეს გადაუღებელი წვიმის შედეგად კახეთში მდინარეები ადიდდა. დატბორილია ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლები. მდინარე ალაზანი კალაპოტიდან გადავიდა და ახმეტის მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი