logo_geo
გურჯაანში ჯარისკაცის მამის მემორიალი და უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს
- +

9 მაისი. 2019. 14:23

 

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გურჯაანში ჯარიკაცის მამის მემორიალი და უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

 

გურჯაანში საზეიმო ღონისძიებას 94 წლის ვეტერანი იოსებ ბეციაშვილი ესწრებოდა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიამ ერთჯერადად 300 ლარი გადასცა.

„ომის დროს ბრძოლებისას კურსკში ვიყავი და იქ დავიჭერი. ომი საშინელებაა, მშვიდობა უნდა იყოს, მსოფლიოში მშვიდობას არაფერი ჯობია“,-  განაცხადა იოსებ ბეციაშვილმა.

 

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა ჩვენს ქვეყანაზე უმძიმესი კვალი დატოვა. საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

 

 

 

big_banner
არქივი