ფაშიზმზე გამარჯვების დღე ბათუმში მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, შორეული ნაოსნობის კაპიტნისა და საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ერთ-ერთი დამაარსებლის ანატოლი კაჭარავას საფლავთან აღნიშნეს.
ვეტერანებს 9 მაისი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა.
„ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა არა მარტო ცალკეული ქვეყნებისთვის, არამედ მთელი სამყაროსთვის, მინდა, მივულოცო ჩვენს ვეტერანებს და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმში დღეს მეორე მსოფლიო ომის 17 ვეტერანი ცხოვრობს. ბათუმის მერიამ სადღესასწაულოდ თითოეულს 400 ლარი გადასცა.