logo_geo
ხაშურში შუახნის ქალი გარდაცვლილი იპოვეს
- +

9 მაისი. 2019. 21:02

 

ხაშურში, საკუთარ სახლში შუახნის ქალი შვილმა გარდაცვლილი იპოვა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს დაზიანებები მჭრელი საგნით აქვს მიყენებული.

 

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი