logo_geo
ჭიათურა-საჩხერის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
- +

9 მაისი. 2019. 22:07

 

 

ჭიათურა-საჩხერის გზაზე, მთებს შორის მეწყერი ჩამოწვა. როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მეწყერმა ჩაკეტა ადგილზე არსებული მცირე ზომის მდინარე, რამაც წყლის დაგუბება წარმოშვა.

 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მაშველები და გეოლოგები მუშაობენ.

 

მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილიდან დასახლებული პუნქტი 2 კილომეტრშია.

 

„მიწის მასის ჩამოშლის გამო დაგუბდა მდინარე, გაკეთდა აუზი, თუმცა საშიშროებას არ წარმოადგენს. ადგილზე არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და გეოლოგები. თბილისიდან გაემგზავრა ასევე, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ჯგუფი. შეფასდება სიტუაცია და წარმოქმნილი აუზიდან მოხდება წყლის ისე დაცლა რომ საფრთხე არ შექმნას“, – განაცხადეს უწყებაში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი