logo_geo
კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა
- +

10 მაისი. 2019. 21:16

 

 

კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა. ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა მუნიციპალიტეტის მერებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სტიქიამ ლაგოდეხის, ყვარლის, ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტები დააზარალა და ინფრასტრუქტურული ზიანი დიდია. ასევე, დაზიანებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები.

 

„ბოლო პერიოდში სტიქიამ კახეთის ოთხი მუნიციპალიტეტი დააზარალა. ინფრასტრუქტურული ზიანი საკმაოდ დიდია, რაზეც საუბარი მთავრობის სხდომაზეც იყო. სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის სამინსიტროებისა და საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები ჩამოვლენ და ადგილზე შეისწავლიან ზარალის ოდენობას. ამ ეტაპზე მდინარე ალაზნის და სტორის კალაპოტში ჩადგომამდე რაიმე გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება, რადგან ამან შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სამაშველო ჯგუფებს. იმ მოსახლეობას, რომელთაც სტიქიამ სავარგულები გაუნადგურა და ბანკიდან ჰქონდათ თანხა აღებული, ჩვენ შუამდგომლობას გავუწევთ, რომ თანხის გადახდის გრაფიკის გადავადება მოხდეს. კახეთში სტიქიური უბედურებების პრევენციის მიზნით, 4 მილიონი ლარია გამოყოფილი, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს თანხა საკმარისი არ არის. 24 საათის განმავლობაში ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას დახმარებას გაუწევენ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი