logo_geo
ადიდებულმა ალაზანმა გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი საავტომობილო მაგისტრალი და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა
- +

11 მაისი. 2019. 11:50

 

წუხანდელმა გადაუღებელმა წვიმამ კახეთში პრობლემები შექმნა. გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ საავტომობილო მაგისტრალზე ალაზანი მიედინება. გურჯაანის მერის ინფორმაციით, უამინდობის დროს მდინარე ალაზანი ადიდდა. შედეგად, დატბორილია აღნიშნულ მიმართულებით რამდენიმე მონაკვეთი და სასოფლო- სამეურნეო სავარგულები.

 

„გადაუღებელმა წვიმამ მდინარე ალაზანის ადიდება გამოიწვია. მე როგორც მეუბნებიან, წყალშია მოქცეული ვენახები და ერთწლიანი კულტურები. ამ პერიოდში ძირითადად საზამთროს ბაღები და სიმინდია. ჯერჯერობით ზარალის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, - აღნიშნა გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის განმავლობაში უხვის ნალექის გამო, გურჯაანი- ლაგოდეხის საავტომობილო გზა ერთხელ უკვე დაიტბორა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი