logo_geo
უხვმა ნალექმა და სეტყვამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი დააზარალა
- +

12 მაისი. 2019. 13:51

 

 

სტიქიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი დააზარალა. უხვმა ნალექმა და სეტყვამ სოფელ ქვემო ბოდბესა და ხირსაში, სიმინდი და ნათესები გაანადგურა. სეტყვა დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა.

 

დაზარალებული მოსახლეობის თქმით, სტიქიამ მოსავლის 90 პროცენტი გაანადგურა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას დაზიანებული ვენახის შესაწამლი პრეპარატებით უზრუნველყოფას სთხოვენ. მუნიციპალიტეტის მერიაში კი აცხადებენ, ამ ეტაპზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი