logo_geo
ფშაველი-ლეჩურის დამაკავშირებელი გზაზე კვლავ შეზღუდვები მოქმედებს
- +

12 მაისი. 2019. 13:51

 

 

ფშაველი-ლეჩურის დამაკავშირებელ გზაზე კვლავ შეზღუდვები მოქმედებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თელავის მერმა განუცხადა. შოთა ნარეკლიშვილის თქმით, გზის ნაწილი მდინარე სტორიმ დაანგრია და აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას პოლიცია არეგულირებს.

 

„სტიქიის ზონაში შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია,თუმცა პირველ ეტაპზე ყველაზე მეტად საფრთხის შემცველი ადგილები იწმინდება. ფშაველი-ლეჩურის გზაზე ისევ პოლიციის კონტროლით ხდება გადაადგილება. მდინარეში წყლის დონე არ მომატებულა, თუმცა მიმართულება შეიცვალა, რაც ნაწილობრივ აფერხებს გზების აღდგენითი სამუშაოების დაჩქარებას“, - განაცხადა თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ მდინარე სტორის ადიდებამ სოფელ ლეჩურთან, თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის დაახლოებით 150 მეტრი სრულად დაანგრია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი