საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე, სოფელ ლეჩურთან, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის, მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-6 კმ-ზე ჩანგრეული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში ხორციელდება საპროექტო სამუშაოები სტიქიის პრევენციისა და დაზიანებული მონაკვეთების აღსადგენად.
შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, უხვი ნალექების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე, სოფელ ლეჩურთან გზის სავალი ნაწილი წყალმა წაიღო, რის გამოც, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ9-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო აღნიშნული გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.