logo_geo
სოფელ ჯუგაანში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი დაეცა
- +

13 მაისი. 2019. 01:11

 

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მცხოვრები კიკილაშვილების საცხოვრებელი სახლი სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვის დაცემის შედეგად დაზიანდა.

 

სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარიდან გასროლილი ჭურვი ჯერ სახლის სახურავს დაეცა, შემდეგ კი ოთახის ჭერი და იატაკი დააზიანა.

 

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც კახეთში სეტყვა იყო. მათივე თქმით, სახლში ოჯახის თითქმის ყველა წევრი იმყოფებოდა. ოთახში კი, რომელიც ჭურვმა დააზიანა, მათი რძალი იმყოფებოდა, თუმცა მას დაზიანებები არ მიუღია.

 

კიკილაშვილების ოჯახში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიც იმყოფებოდა. როგორც გოგი გოგილაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სახლი მცირედით არის დაზიანებული, მაგრამ მერიამ ოჯახს დახმარება მაინც შესთავაზა.

 

ჭურვის ჩამოვარდნის ადგილი დაათვალიერა პოლიციამაც. როგორც ოჯახში აცხადებენ, ნაპოვნი ფრაგმენტები სამართალდამცველებმა სავარაუდოდ ექსპერტიზაზე წაიღეს.

 

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

 

 

big_banner
არქივი