logo_geo
ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელი გზიდან ავტომობილი მდინარეში გადავარდა
- +

14 მაისი. 2019. 13:34

 

 

ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზიდან მსუბუქი ავტომობილი მდინარეში გადავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც თვითმხილველებმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა.

 

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟია მობილიზებული.

 

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარის გამო, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი