logo_geo
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მწვავე ინტოქსიკაციით ოთხი მამაკაცი მოათავსეს
- +

18 მაისი. 2019. 23:26

 

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუედან ოთხი ადამიანი მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

 

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ახალგაზრდა მამაკაცების ასაკი 23-დან 34 წლამდეა. ისინი სოფელ საბუეში, ღვინის საწარმოს მშენებლობაზე მუშაობდნენ. მოწამლულები ინტოქსიკაციას ე.წ. დაბურღულ სასმელ წყალს უკავშირებენ, რომელიც მათ სამუშაო ობიექტის ტერიტორიაზე დალიეს.

 

მორიგე ექიმის, ნინო ჩიტაძის განცხადებით, მოწამლულებს დეზინტოქსიკაციისთვის საჭირო სამედიცინო დახმარება უკვე გაეწიათ და მონიტორინგის ქვეშ იმყოფებიან.

 

მისივე თქმით, არის თუ არა სასმელი წყალი ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, ექსპერტიზა დაადგენს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი