logo_geo
გურჯაანში 15 წლის ბიჭი დაჭრეს
- +

20 მაისი. 2019. 10:45

 

გურჯაანში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, 15 წლის ბიჭს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაშავებული მოზარდი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსა.

 

არასრულწლოვანს დაზიანება მუცლის არეში აქვს მიყენებული და ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და დანაშაულში მონაწილე პირის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი