logo_geo
სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფელი დააზარალა
- +

20 მაისი. 2019. 11:58

 

სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფელი დააზარალა. ნახევარსაათიანი ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანდა სოფლები: ჭიკაანი, გავაზი, კუჭატანი, სანავარდო და წიწკანაანთსერი. ადგილობრივების თქმით, თითქმის სრულად არის განადგურებულია მარწყვის, საზამთროსა და ნესვის ბაღები.

 

ყვარლის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სტიქიის ზონაში ზარალის დამთვლელი კომისია უკვე მუშაობს.

 

„სეტყვა იყო ხუთ სოფელში. გვქონდა თათბირი, სადაც გეგმებზე ვიმსჯელეთ. სტიქიის ზონაში კომისია უკვე მუშაობს და მოგვიანებით გვეცოდინება ზუსტი ინფორმაცია ზარალის შესახებ“, - განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი