logo_geo
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება
- +

20 მაისი. 2019. 19:05

 

 

სოხუმში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან ასლან ბჟანიას მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის ივლისიდან შემოდგომაზე გადატანას ითხოვენ.

 

გასულ კვირას ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციამ დე ფაქტო პარლამენტის წევრის, ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას მოწამვლის შესახებ განაცხადა. მარიონეტული რეჟიმის მოწინააღმდეგე ე.წ. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ მიუნხენის ლაბორატორიამ ბჟანიას ორგანიზმში ვერცხლისწყლის მომატებული მაჩვენებელი, სისხლში ალუმინი, ასევე ბენზოდიაზეპინი და კადმიუმი აღმოაჩინა.

 

18 აპრილს, ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო, ასლან ბჟანია სოჭის საავადმყოფოში მოათავსეს, 19 აპრილს კი, მოსკოვში გადაიყვანეს.

 

დღესვე, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ასლან ბჟანიას გარემოცვა მის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს.

 

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 21 ივლისს არის დაგეგმილი.

 

 

big_banner
არქივი