logo_geo
სუფსაში, ავტოავარიაში 4 ადამიანი დაიღუპა
- +

23 მაისი. 2019. 11:57

 

სუფსაში ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი და სამი მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი