logo_geo
ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა
- +

25 მაისი. 2019. 12:50

 

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „ორბის“ მშენებარე კორპუსიდან ამწესა და სხვა დამხმარე კონსტრუქციის ნაწილი ჩამოვარდა, რის გამოც დაზიანდა მიმდებარედ მდგომი ავტომანქანები.

 

ჯერ უცნობია, რამდენი მანქანა დაზიანდა, თუმცა თვითმხილველები ამბობენ, რომ მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრია.

 

ამასთან, ძლიერი ქარის შედეგად ორი ავტომანქანა დაზიანდა ყაზბეგის ქუჩაზეც, სადაც ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც გვერდით მდგომ ავტომანქანებს დაეცა.

 

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ბრიგადები შემთხვევის ადგილებზე იმყოფებიან. მათი განცხადებით, რამდენიმე შეტყობინება შევიდა სამსახურში. ამ დროის ინფორმაციით, ქარის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი