logo_geo
ბათუმში ნიჟარაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა ერთდროულად ოთხი მაღაზია, აფთიაქი და სალონი გაქურდეს
- +

26 მაისი. 2019. 15:31

 

 

ბათუმში, ნიჟარაძის ქუჩაზე ერთდროულად ოთხი მაღაზია, აფთიაქი და სალონი გაქურდეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარის გამო დადგენილია სავარაუდო დამნაშავე არასრულწლოვნები.

 

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

 

 

big_banner
არქივი