logo_geo
დავითგარეჯში აქცია მიმდინარეობს
- +

28 მაისი. 2019. 12:07

 

 

დავითგარეჯში აქციის „გარეჯი საქართველოა, ჩვენ კავკასიის შვილები ვართ“ აქციის მონაწილეების მსვლელობა დაიწყო.

 

მსვლელობის მონაწილეები დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსიდან ბილიკებით მიუყვებიან ტერიტორიას, დაგეგმილია ცოცხალი ჯაჭვის შემორტყმა სამონასტრო კომპლექსისთვის.

 

აქციის მონაწილეების და სასულიერო პირების თქმით, მსვლელობა მშვიდობიანია და სურთ, ამ მსვლელობით მიაწვდინონ ყველას ხმა იმის შესახებ, რომ დავითგარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი