logo_geo
ჩხოროწყუში 19 წლის ახალგაზრდა დაჭრეს
- +

3 ივნისი. 2019. 10:41

 

 

ჩხოროწყუში 19 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას 10-ზე მეტი ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მას მკურნალობა უტარდება.

 

შს სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ბრალდებული მ.შ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

 

შემთხვევა 30 მაისს მოხდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი