logo_geo
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში კოღოების საწინააღმდეგო წამლობა დაიწყო
- +

3 ივნისი. 2019. 16:15

 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში - სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ტრანსმისიული დაავადებების გადამტანების - კოღოების საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებები დაიწყო.

 

დასახლებული პუნქტები საღამოს საათებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება, ხოლო წყალსატევები და დაჭაობებული ადგილები (მწერების კვერცხდების ადგილები) - ბიოლოგიური პრეპარატით, რომელიც უსაფრთხოა ადამიანებისთვის, ცხოველებისთვის, თევზებისთვის და გარემოსათვის. სულ 2000 ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდება.

 

დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.

 

big_banner
არქივი