logo_geo
დუელი ცხინვალელ პოლიტიკოსებს შორის ქალაქის ცენტრში გაიმართა
- +

10 ივნისი. 2019. 18:11

 

ცხინვალის ცენტრში, ალან ჯიოევის გამზირზე, ორმხრივი სროლა მოხდა.

 

როგორც მედიას ე. წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ ნანიევმა განუცხადა, ადგილზე შესაბამისი უწყებები მუშაობენ, მიმდინარეობს კონფლიქტში ჩართული პირების იდენტიფიცირება.

 

ნანიევის თქმით, სროლის შედეგად ერთმა ადამიანმა ცეცხლსასროლი ჭრილობა მიიღო და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

ამასთან, თვითმხილველების თქმით, სროლა დეპუტატობის ორ კანდიდატს შორის მოხდა.

 

ე. წ. სამხრეთ ოსეთში ე. წ. საპარლამენტო არჩევნები 9 ივნისს ჩატარდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი