logo_geo
ვანო ნასყიდაშვილი: პიკაპში, რომელიც თუშეთის გზაზე გადავარდა, სავარაუდოდ, უცხოელი მოტოციკლისტები ისხდნენ
- +

14 ივნისი. 2019. 16:45

 

ახმეტის მერის მოადგილის, ვანო ნასყიდაშვილის ინფორმაციით, მანქანაში, რომელიც თუშეთის გზაზე გადავარდა, სავარაუდოდ, უცხოელი მოტოციკლისტები ისხდნენ.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული პირების მოტოციკლები პიკაპის მარკის მანქანაში იყო განთავსებული. მისივე ინფორმაციით, ავარიის შედეგად, სავარაუდოდ, არის მსხვერპლი.

 

„მოტოციკლის მოყვარულები ყოფილან, სავარაუდოდ. პიკაპის მარკის მანქანაზე დებულა ეს მოტოციკლები. პიკაპის მარკის მანქანა იყო, რომელიც გადავარდა. დანარჩენი დეტალები არ ვიცი, უცხოელები არიან“, - განცხადა ნასყიდაშვილმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი