logo_geo
შეკვეთილში ხანძარი გაჩნდა
- +

18 ივნისი. 2019. 18:20

 

შეკვეთილში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ბრიგადა მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ pia.ge ავრცელებს.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ცეცხლი ბალახსა და ეკალ-ბარდს გაუჩნდა.

 

მათივე ცნობით, ხანძარი ამ ეტაპზე ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი