logo_geo
თელავის ისტორიულ ნაწილში სავარაუდოდ კვირიკე დიდის სასახლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
- +

23 ივნისი. 2019. 19:09

 

 

თელავის ისტორიულ ნაწილში კვირიკე დიდის სავარაუდო სასახლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომელიც XI საუკუნით თარიღდება. ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს.

 

ექსპედიციის ხელმძღვანელის გიორგი ლაღიაშვილის თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მათ მიერ ნაპოვნი უძველესი ნაშთების დაკონსერვება მოხდება.

 

არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის დასავლეთ ნაწილშიც. დაბახნების დასახლებაში სპეციალისტებმა V-VII საუკუნეებით დათარიღებულ რიგით მეხუთე ციხე-კოშკის ნაშთებს მიაკვლიეს, რომელსაც იმ პერიოდში თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა.

 

კვირიკე III-ს მმართველობის დროს სამეფომ სახელმწიფოებრივ, ადმინისტრაციულ და სამხედრო ძლიერებას მიაღწია. კვირიკე III-მ გააერთიანა კახეთ-ჰერეთი და მიიღო მეფის ტიტული. სამეფო დაყო ადმინისტრაციულ ერთეულებად - 7 საერისთავოდ (რუსთავის, კვეტერის, პანკისის, ხორნაბუჯის, ვეჯინის, მაჭის და შტორის). სამეფოს დედაქალაქი გახდა თელავი. დაახლოებით 1027-1032 წწ. კვირიკე III-ის ინიციატივით მოეწყო კოალიციური ლაშქრობა განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ

 

სპეციალისტები ამბობენ, რომ თელავში აღმოჩენილი ისტორიული ნაგებობები როგორც ტურისტული, ისე არქეოლოგიური თვალსაზრისით ახალი რუქის შექმნის საფუძველია.

 

ქალაქის ძველ უბნებში არქეოლოგიური გათხრები თელავის მერიის დაფინანსებით მიმდინარეობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი