logo_geo
ზუგდიდში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა
- +

24 ივნისი. 2019. 16:32

 

მიმდინარე წლის 22-23 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის“ ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  მცხოვრები ომისა და თავდაცვის ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მრავალპროფილური, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

 

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო კლინიკა „გასტროენტეროლოგი“, სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა „გიდმედი“, გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.

 

აქციის ფარგლებში, მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია 750-ზე მეტ ბენეფიციარს. აღსანიშნავია, რომ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებიც უსასყიდლოდ დაურიგდათ.

 

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, ა(ა)იპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის“ პრეზიდენტი, ქეთევან ბარათელი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ „ქართული ოცნება – ჯანმრთელ მომავალს“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება. აქციები კვლავ გაგრძელდება, რის შესახებაც, ბენეფიციარებს, ინფორმაცია წინასწარ მიეწოდებათ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი