logo_geo
კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
- +

30 ივნისი. 2019. 12:40

 

კახეთში, სოფელ შიბლიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის შედეგად გარდაცვლილია ორი ადამიანი.

 

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი