logo_geo
მცხეთაში ქვიშით დატვირთული სატვირთო მანქანა ამობრუნდა
- +

6 ივლისი. 2019. 10:28

მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო მანქანა, რომელიც ქვიშით იყო დატვირთული, გზის სავალ ნაწილზე ამობრუნდა.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, სატვირთოს მძღოლი სამართალდამცავების მოთხოვნას არ ემორჩილებოდა, როცა მის დაჯარიმებას ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა და მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. აღნიშნული დანაშაული 1000-დან 4000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 15 დღის ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი