logo_geo
რუისთან ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 არასრულწლოვანია
- +

7 ივლისი. 2019. 11:33

 

 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის რუისის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი მძიმედ დაშავდა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც 8 ადამიანი იჯდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა.

 

გარდაცვლილები არიან შუა ხნის ქალბატონი და ორი არასრულწლოვანი. ისინი სომხეთის მოქალაქეები არიან. დაშავებულები კი სასწრაფო-დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი