logo_geo
ურეკში უცხოელი ტურისტი ზღვაში დაიხრჩო
- +

10 ივლისი. 2019. 20:25

 

ურეკში, ზღვაში უცხოელი ტურისტი მამაკაცი დაიხრჩო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დღის მეორე ნახევარში, მოხდა. მათივე ინფორმაციით, 112-ზე დაღუპულის ცოლმა დარეკა, რომ მისი მეუღლე გაუჩინარდა, მაშინ, როდესაც ცოლ-ქმარი ზღვაში ბანაობდა.

 

სამძებრო სამუშაოებში მყვინთავებიც იყვნენ ჩართული, თუმცა მამაკაცის ცხედარი შემთხვევიდან ერთ კილომეტრში მაშველებმა გამორიყული იპოვეს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი