logo_geo
ბაკურიანს მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის ექსპერტები ეწვივნენ
- +

12 ივლისი. 2019. 16:24

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და სათხილამურო ფედერაციის მოწვევით, ბაკურიანში მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის ექსპერტთა ჯგუფი - ჰელო ჰასი და მარტინ ფიალა იმყოფებოდნენ.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ქართველ სპეციალისტებთან ერთად შეიქმნა მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა, ბაკურიანში 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ასევე იმ სატესტო შეჯიბრების შესახებ, რომელიც ჩემპიონატს უკავშირდება.

 

ექსპერტთა ჯგუფის ჩართულობით ჩატარდა სამუშაო შეხვედრები იმ ადამიანების უშუალო შემადგენლობით, რომლებიც ჩართულნი არიან მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებაში.

 

ევროპელმა ექსპერტებმა ბაკურიანში შეამოწმეს, როგორც სათხილამურო გზები ასევე დაგეგმილი პროექტები. პრაქტიკული მუშაობის შემდეგ ქართულმა მხარემ მსოფლიო სათხილამურო ფედერაციას სამუშაო ანგარიში წარუდგინა, ხოლო ექსპერტების მიერ მოხდა საკუთარი გამოცდილების გაზიარება.

 

2020 წლის ზამთარში კი დაგეგმილია მსოფლიო თასის ეტაპის ჩატარება თბილისში, არეალსისა და ბიგ აირის სახეობებში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი