logo_geo
გარდაბანში, სატვირთო ამწის დაგორების შედეგად, 7 მანქანა დაიმტვრა, დაღუპულია ერთი და დაშავებულია 5 ადამიანი
- +

13 ივლისი. 2019. 15:33

 

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 5 კი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ავარიის შედეგად, 8 ავტომანქანა დაიმტვრა.

 

არსებული ინფორმაციით, აღმართზე მიმავალი სატვირთო ამწე დაგორდა და უკან მიმავალ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, თავის მხრივ, სატვირთო დაეჯახა უკან მდგარ მსუბუქ ავტომობილებს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი