logo_geo
სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ერთ-ერთ მონაკვეთზე გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს
- +

15 ივლისი. 2019. 11:29

 

 

სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5-კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მონაკვეთზე არსებული პრობლემები, რომელიც ჯდენებს უკავშირდებოდა, უმეტესწილად აღმოფხვრილია.

 

მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნო.

 

სამტრედია–გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის სამი სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს.

 

პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

 

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის.

 

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 254 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული.

 

სამუშაოები ასევე მიმდინარეობს, სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ და მეოთხე მონაკვეთებზე, ხოლო მესამე მონაკვეთზე სადაც ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კონტრაქტორს ხელშეკრულება შეუწყდა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს ტენდერის ხელახლა გამოსაცხადებლად.

 

 

big_banner
არქივი