logo_geo
ბათუმის ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთები განთავსდა
- +

15 ივლისი. 2019. 16:14

ბათუმის ბულვარში კამპანიის „გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთები განთავსდა.

 

პროექტის მიზანი სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და მოქალაქეებში პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარების შესწავლაა. სწორედ ამიტომ აჭარაში 1000-მდე მოხალისის უფასოდ გადამზადება 1 ივლისიდან დაიწყო და ეტაპობრივად ჩატარდება.

 

ამ პროექტთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარსა და ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის გაფორმების დროს ითქვა, რომ 5-დან 4 ადამიანს არ შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე, ეს არის სტატისტიკა, რომელიც უნდა შეიცვალოს.

 

 

 

big_banner
არქივი