logo_geo
ფოთში, ზღვაზე 4-ბალიანი შტორმის გამო ბანაობა აიკრძალა
- +

23 ივლისი. 2019. 16:39

 

 

ფოთის სანაპირო ზოლზე წითელი ალმებია აღმართული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ზღვაზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება და წინასწარი მონაცემებით, საშტორმო მდგომარეობა 25 ივლისამდე შენარჩუნდება.

 

მათივე ინფორმაციით, დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +25 გრადუსი იქნება. მაშველების განცხადებით, უამინდობის გამო, ზღვაში ბანაობა, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე აიკრძალება.

 

 

big_banner
არქივი