logo_geo
დუშეთის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია იწყება
- +

26 ივლისი. 2019. 12:18

 

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დუშეთის ისტორიული უბნების რეაბილიტაციის პროექტს გაეცნო. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილ პროექტებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა.

 

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ 40 სახლს, რომელთაგან 24-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.

 

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება.

 

მიმდინარეობს დუშეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები დუშეთს ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველ ქალაქად აქცევს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ტურისტულ ფუნქციას შესძენს.

 

„დღეს დავათვალიერეთ ცენტრი, სადაც მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2020 წლის ივნისს დავასრულებთ სამუშაოებს და მოსახლეობას ვპირდებით, რომ ეს ადგილი იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი საქართველოში. ამ რეგიონს აქვს ძალიან უნიკალური ტურისტული პოტენციალი, შესაბამისად, აღნიშნული პროექტების განხორციელება ძალიან მნიშნველოვანია, რაც შეიძლება მოკლე ვადებში, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.

 

ჩვენ ამ პროექტების რეალიზაციაში მსოფლიო ბანკი გვეხმარება. მოგეხსენებათ, რომ მთის განვითარება წარმოადგენს ჩვენი ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კანონის მიღების შემდეგ. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ინტერნეტიზაცია, ჩვენი ამოცანაა, ყველა დასახლებაში მივიყვანოთ ინტერნეტი. ინტერნეტის განვითარების გარეშე ეს ულამაზესი ადგილები ვერ შეძლებენ თავიანთი ტურისტული პოტენციალის სრულფასოვან ათვისებას. ძალიან მნიშვნელოვანი გზა გაიჭრა სოფელ არხოტამდე. წლების განმავლობაში სოფელი მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და აქვს ამასთანავე უნიკალური ტურისტული პოტენციალი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

big_banner
არქივი