logo_geo
თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს
- +

27 ივლისი. 2019. 20:32

 

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მამაკაცი ამ წუთებში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. დაშავებული 40 წლამდე მამაკაცია.

 

არაოფიციალური ინფორმაციით, თუშეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. სამაშველო ღონისძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

შეგახსენებთ, რომ თუშეთში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა.

 

შსს-ს ინფორმაცით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი.

 

 

 

big_banner
არქივი