logo_geo
ლენტეხში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
- +

29 ივლისი. 2019. 11:32

 

ლენტეხში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 მოწამლული - 76 და 67 წლის მოქალაქეები ქუთაისში გადაიყვანეს.

 

ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის დავით ჯანაშიას ინფორმაციით, 2 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

 

„ერთი პაციენტი, როგორც ვიცით, სოკოს მიღებიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა, ჩვენთან იმყოფება 2 პაციენტი, კრიტიკულ მდგომარეობაში“, - განაცხადა დავით ჯანაშიამ.

 

ექიმის თქმით, უცნობია სოკოს სახეობა, რაც მიიღეს მათ.

 

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

big_banner
არქივი