logo_geo
სამართალდამცავებმა შუახევის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანი იპოვეს
- +

29 ივლისი. 2019. 13:43

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანი ბიჭი იპოვეს. იგი სამართალდამცავებმა სამძებრო სამუშაოების შედეგად ბათუმში იპოვეს.

 

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მოზარდი თავს კარგად გრძნობს.

 

შეგახსენებთ, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულში არასრულწლოვანი ბიჭის გაუჩინარების შესახებ ოჯახის წევრებმა სამართალდამცავებს გუშინ შეატყობინეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი