logo_geo
აზიის განვითარების ბანკი ქვეშეთი-კობის პროექტზე 1აგვისტოს იმსჯელებს
- +

29 ივლისი. 2019. 15:31

 

 

აზიის განვითარების ბანკის ბორდი ქვეშეთი-კობის პროექტზე 1 აგვისტოს იმსჯელებს. ინფორმაცია საფინანსო ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

საუბარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსებაზე. ქვეშეთი-კობის გზაზე დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7-კილომეტრიანი გზის, ექვსი ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობა. ერთ-ერთი გვირაბის სიგრძე ცხრა კილომეტრი იქნება. ის სოფელ წკერესთან დაიწყება, ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის და კობთან დასრულდება.

 

პროექტის განხორციელებით, ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კილომეტრით შემცირდება და ერთსაათიანი მგზავრობის ნაცვლად, გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი. ამასთან, გზის გავლა ზამთრის თვეებში შეფერხების გარეშე იქნება შესაძლებელი.

 

ცნობილი გახდა, რომ ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზას „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ ააშენებს. რაც შეეხება ქვეშეთი-კობის მეორე სამშენებლო ლოტს, რომელიც 9-კილომეტიანი გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს, სამშენებლო კომპანიის შერჩევა ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

ამასთან, პროექტის განხორციელებას ადგილობრივებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ეწინააღმდეგება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი