logo_geo
კარწახში მესაზღვრე-პოლიციელებზე ძალადობისთვის სამი პირი დააკავეს
- +

29 ივლისი. 2019. 16:55

 

 

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში პოლიციამ სამი პირი დააკავა. ახალგაზრდა მამაკაცებს მესაზღვრე-პოლიციელებზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.

 

გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფის მიერ, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

 

„სოფელ კარწახის სამი მცხოვრები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დავაკავეთ. ისინი საზღვრის გადაკვეთის დროს მესაზღვრეებმა შეაჩერეს, რის გამოც დაკავებულებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს", - ამბობენ შსს-ს პრესსამსახურში.

 

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

22, 23 და 24 წლის ბიჭების დაკავების გამო, სოფელ კარწახის მოსახლეობამ, საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა ერთი საათით გადაკეტა. ადგილობრივები შსს-ს განმარტებას სთხოვდნენ, რის საფუძველზე დააკავეს ახალგაზრდები.

 

საკითხის გარკვევის შემდეგ ადგილობრივებმა გზა გახსნეს.

 

 

big_banner
არქივი