logo_geo
ზუგდიდში, ჭაში მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება
- +

30 ივლისი. 2019. 17:20

 

ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჭის ჩაშლის შედეგად მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ამოყვანა ვერ ხერხდება.

 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მაშველები მამაკაცის ამოყვანას სამ საათზე მეტი ხანია ცდილობენ.

 

70 წლამდე მამაკაცი ჭას წმენდდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ქვეშ მოიყოლა.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, ჭა, რომლის გაწმენდით სამუშაოებზე მამა-შვილი მუშაობდნენ, 10 მეტრის სიღრმისაა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი