logo_geo
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

30 ივლისი. 2019. 18:17

 

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე 14.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფლებს, გორელოვკას და ჟდანოვს გაივლის და საქართველო-სომხეთის საზღვართან სრულდება.

 

დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის, გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

პროექტის შესაბამისად, დაგეგმილია არსებული დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია. გაფართოვდება არსებული გზის სიგანე, რეაბილიტირდება სამი რკინა-ბეტონის ხიდი და წყალგამტარი მილები.

 

აღნიშნული გზით სარგებლობენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა და სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები, ასევე ხორციელდება სატრანზიტო გადაზიდვები.

 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 808 673 ლარია.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი