logo_geo
ბათუმის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიიღო შეტყობინება, რომ სასწავლებელში ნაღმია, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები
- +

31 ივლისი. 2019. 18:38

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში სამართალდამცავები არიან მობილიზებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უნივერსიტეტში განუცხადეს, მათ ფოსტით მიიღეს შეტყობინება, რომ სასწავლებელში ნაღმია. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ეს სამართალდამცველებს შეატყობინა.

 

უნივერსიტეტთან პოლიცია და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი